Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
უკან
ცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:Dცხვრის წეში ვარ დაბადებული :D:D   და შენ?? :P :D:D

_______________ვირთხა________________

1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020...
ვირთხა დაბადებულია აგრესიულობის ნიშნით. პირველი შეხედვით იგი გვეჩვენება წყნარი, ზომიერი, მხიარული, მაგრამ არ ენდოთ ამას, ეს მოჩვენებითი სიწყნარე ფარავს მუდმივ აღგზნებას და სისტემატიურ აგრესიულობას. საკმარისია ცოტა მეტი ხანი დაჰყოთ მასთან, რომ მისი ნერვიულობა და მოუსვენრობა შეამჩნიოთ. ქოლერიკის ტემპერამენტით, ზოგჯერ მანიაკი. მოჩხუბარ ვირთხას უყვარს შეკრებებზე ხალისიანად ჭორაობა, არ ერიდება ავ სიტყვას; უფრო მეტი ნაცნობები ჰყავს, ვიდრე მეგობრები. იგი არასოდეს არავის არ ენდობა, თავშეკავებულია და თავის დარდს არ ამჟღავნებს. ისინი ვინც ამ ნიშნით არიან დაბადებულნი, ცდილობენ ნახონ მოგება ნაცნობ-მეგობრებიდან და საკუთარი მომხიბვლელობიდანაც კი. ეს საშიში მომხიბვლელობაა, ვირთხა ბოროტად იყენებს მას.
მოთამაშეა და გურმანს, არასოდეს არ სურს თავის შეზღუდვა. პარადოქსულია, რომ ყოველთვის აქვს შიში აუცილებლობის წინაშე. იგი ცხოვრობს დღევანდელობით, მაგრამ ოცნებობს, რათა უზრუნველყოს თავისი სიბერე. ქალი ვირთხა ამ მიზეზით ეცდება გაავსოს თავისი კარადები ტანსაცმლით, საჭმლით, რომელიც არ სჭირდება, მაგრამ ოდესმე მოიხმარს. მას შეხვდებით იქ, სადაც ყველაფერს განურჩევლად ყიდულობს იმ მოტივით, რომ სარფიან საქმეს მოჰკიდოს ხელი.
ვირთხა, რომელსაც გააჩნია წარმოსახვის უნარი, შეუძლია გახდეს საუკეთესო კრიტიკოსი, სასურველია ყური მიუგდოთ მის რჩევას, ზოგიერთი ვირთხისათვის ეს თვისება შეიძლება ნაკლად იქცეს და უბიძგოს განადგურებისაკენ. ყველაფერს სპობს საკუთარი სიამოვნებისათვის.
მდაბიო ვირთხა პატიოსანია. მას ახასიათებს საქმის ბოლომდე მიყვანა, მაშინაც კი, როცა საქმე განწირულია. იგი შეძლებს მოაწყოს თავისი ცხოვრება და მიაღწიოს წარმატებას.
ნებისმიერ ვირთხას ურჩევნია იცხოვროს ეშმაკობით, ვიდრე შრომით, და ბევრსაც აღწევს სხვების ხარჯზე, რომლებიც მისთვის მუხლჩაუხრელად შრომობენ. უარეს შემთხვევაში შეიძლება იყოს გენიალური პარაზიტი, მევახშე, რომელიც ფულს პროცენტით აძლევს. სიზარმაცემ შეიძლება ზოგი მათგანი კანცელარიის მუშაკად აქციოს, თუმცა მას აქვს უნარი მიაღწიოს წარმატებებს პოლიტიკაში, სამსახიობო ხელოვნებაში. ის უფრო ასრულებს გონებრივ სამუშაოს, ვიდრე ფიზიკურს.
სამწუხაროდ, ვირთხა აგროვებს რა ფულს, ხარჯავს იმავე წუთში. თავს არაფერში დაიჩაგრავს, და თუ გასცემს მხოლოს ანგარებით. ვირთხა დიდსულოვანია მათ მიმართ, ვინც უყვარს, თუნდაც ისინი არ პასუხობდნენ მის გრძნობას, რამეთუ სიყვარულში გამოხატავს იგი თავის თავს. კარგი იქნება, თავის ბედს თუ დაუკავშირებს დრაკონს, რომელიც შემატებს ძალას, წონასწორობას, კრიტიკულ ნიჭს. ხარი დაამშვენებს მას, თავს იგრძნობს უსაფრთხოდ. მაიმუნი მოაჯადოვებს მას; თუნდაც არ სურდეს ამის გამხელა, ვირთხა იქნება უსაზღვროდ შეყვარებული; მაიმუნი დასცინებს მას. უნდა ერიდოს ცხენს. ცხენის ეგოისტური და დამოუკიდებელი ბუნება ვერ აიტანს ვირთხის კერძომესაკუთრულ ხასიათს. კატასტროფა გარდაუვალია თუ მამაკაცი ვირთხა ცოლად შეირთას ქალ-ცხენს, თანაც ცეცხლოვანს. ასევე სიფრთხილეა საჭირო კატასთან.
ვირთხას ექნება ბედნიერი ბავშვობა, უზრუნველი სიყრმე, მისი ცხოვრების მეორე პერიოდი შეიძლება იყოს მშფოთვარე. არ არის დაზღვეული თავისი ქონება წააგოს უხეირო საქმეში ან დაკარგოს ბედნიერება.
მესამე პერიოდი მისი ცხოვრებისა იქნება მშვიდი; ასეთივე იქნება სიბერეც, მაგრამ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად წარიმართოს, იმის მიხედვით, როდის დაიბადა – ზაფხულში თუ ზამთარში. თუ ზაფხულში, იგი იძულებული იქნება თავის დაიცვას და ყურადღება მიაქციოს მახეს, რომელიც მრავლად იქნება მისი ცხოვრების გზაზე დაგებული.
__________________ხარი (1997, 2009...)__________________
1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009...
მომთმენი, ჩუმი, თავშეკავებული, შეუმჩნეველი და ზომიერი, ზუსტი, მეთოდური – ამ ნიშნებით ხარი ფარავს ორიგინალურ და ინტელექტუალურ ჭკუას. მას აქვს ნიჭი გულახდილობა გამოიწვიოს ადამიანში – ეს არის მისი ძირითადი უპირატესობა, რის საფუძველზეც აღწევს წარმატებებს. შორსმჭვრეტელია; უყვარს განმარტოება. იგი ფანატიკოსია, ხშირად შოვინისტია, ხანდახან პირფერი, რისთვისაც მას ხშირად აკრიტიკებენ. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, აქვს მრისხანე და აღგზნებადი სახიათი. იშვიათადაა მისი რისხვა საშიში. იგი ჯიუტია, არ უყვარს ხელის მოცარვა საქმეებში. მათთან, ვინც გზაზე ეღობება, დაუნდობელია და აქ მას ვერავინ გააჩერებს. იგი არის ხელმძღვანელის ტიპი. მართალია, სიტყვა-ძუნწია, მაგრამ თუ დასჭირდა, შეუძლია მჭევრმეყველადაც იქცეს. კამეჩს არ უყვარს სიახლე, რომელიც არღვევს მის სიწყნარეს. იგი ძალზე ტრადიციულია და უყვარს პირობითობა. მის ტანსაცმელში ვერ ნახავთ თამამ შტრიხებს, ფანტაზიას.
მის არსებობაში დიდ როლს ასრულებს ოჯახი. ჭკვიანია, შეიძლება მისგან კარგი ქირურგი დადგეს, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი აქვს სოფლის მეურნეობაში. იგი უნდა ერიდოს ვაჭრობას, რადგან უჭირს კონტაქტი ხალხთან. მან არ უნდა აირჩიოს ისეთი სპეციალობა, რომელიც მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. აქ იგი კარგავს ჯანმრთელობას და წონასწორობას. მას უყვარს თავისი ოჯახი და ამაყობს შვილებით. იგი მათგან ბრმა მორჩილებას მოითხოვს. უხეშად არიგებს და უმოწყალოდ ახვევს თავზე თავის ავტორიტეტს, მხოლოდ იმიტომ, რომ იყოს ოჯახის უფროსი. იგი შეიძლება იყოს ნაზი, ერთგული, მგრძნობიერი, მაგრამ არა რომანტიკული. მას სძაგს ითამაშოს სიყვარული და ვნება. ეს მატერიალისტური პოზიცია მისთვის უსიამოვნების წყაროა როგორც სიყვარულში, ასევე ქორწინებაში. ხარი უფრთხილდება არა თავის ცოლს, არამედ თავის უპირატესობას. ქვეშერდომების ერთგულება მისი პრეროგატივაა. ახასიათებს მოჩვენებითი სინაზე.
მისი ბავშვობა და ყრმობა ჩაივლის განსაკუთრებული ამბების გარეშე. მეორე პერიოდში ელოდება სიძნელეები ქორწინებაში; არის საფრთხე, რომ თანამეცხედრე ხარის გულგრილობის გამო განიმსჭვალოს სიძულვილით და ოჯახის გარეთ დაიწყოს რომანტიკული კავშირის ძებნა. ამ გარემოებაში ხარი თავისი ინტელექტის წყალობით, თუ რასაკვირველია შეძლებს თავის დაჭერას, გამოიყურება აპათიურ ადამიანად. გარეშეთათვის ამ მშრომელ და ოჯახის მოყვარულს შეწყნარება არა აქვს, რაც მიაჩნია არასწორად. ცხოვრების მესამე პერიოდში მას შეხვდება დიდი სიძნელეები, მაგრამ მათ თავს გაართმევს და წყნარი სიბერე ექნება.
ხარი – ზამთარში დაბადებული უფრო ბედნიერია, მას ნაკლები მუშაობა მოუწევს. ზაფხულში დაბადებულს არა აქვს მოსვენება, ოჯახს აძლევს უფლებას მთლიანად დაიპყრონ იგი.
მეოჯახე და კონსერვატორი ხარი კატაზე ძლიერია და ესხმის ვეფხვს, შეიძლება გაანადგუროს კიდეც. მას სჯერა, რომ იგი ძლევამოსილია და ამიტომ ძალადობის მომხრეა, ეჯავრება მოულოდნელობა, ხშირად კარგავს საკუთარი თავის რწმენას, მაგრამ ეს რწმენა მას უბრუნდება. ხშირად ვარდება პესიმიზმში – ყველაფერი ცუდად ეჩვენება. ხარი დააწყნარებს ვირთხას – მასთან არ არის საშიში. ხარი ბევრს შრომობს, მატერიალისტია, მაგრამ დახვეწილობა აკლია. დრაკონი მასთან მოწყენილია. ქალი – ხარი ერთგულია, იდეალურია, მაგრამ ფაქიზი არ არის. იდეალური ქორწინება აქვს მამალთან, ერთგული – ვირთხასთან, გველთან – თუმცა მას ხშირად ღალატობს, მაგრამ ოჯახს არ ტოვებს. მაიმუნი ხარით აღფრთოვანებულია და უყვარს. მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშიროს ცხოვრება თხას და ვეფხვს.
________________ვეფხვი (1998, 2010...)__________________
1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010...
ფრონდიორი. იგი უდისციპლინოა, ადვილად აგზნებადი, ყოველთვის ეწინააღმდეგება ჩინით მასზე უფროსს. იგი იმ მასალისგანაა ნაშენები, რისგანაც გამოდიან რევოლუციონერები, ბელადები... საუბედუროდ, როგორც ყველა უფროსი, ისიც ყოველთვის იმსახურებს ნდომას. და როცა იგი ღრიალებს "წინ!" – როგორც საქმეში, ასევე სიყვარულში და ომშიც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე იმოქმედებენ, ზოგჯერ კიდეც დააკავონ იგი სერთუკის კალთით. ვეფხვს ძალუძს მოახინოს კატასტროფა. მისი სწრაფვა რისკისადმი უდიდესია, საქმე ზოგჯერ განუსჯელობამდეც მიდის, გაუთვილისწინებელ მოქმედებამდე. ძნელია აღუდგე მის მაგნეტიზმს. მისი ბუნებრივი ძალაუფლება ანიჭებს პრესტიჟს. სძაგს მორჩილება, მაგრამ აიძულებს სხვებს ყური დაუგდონ. პატივს სცემენ და ადიდებენ. ვერავინ ეუბნება სიმართლეს, მაშინაც კი, როცა ცდილობენ გაანდგურონ იგი. კარგია თუ იგი შესძლებს ჯერ განსაჯოს, შემდეგ იმოქმედოს. შეუძლია დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. მძაფრი, აგზნებადია, ძალუძს თავი გასწიროს საქმისათვის. ჯიუტი და შეუპოვარია, წვრილმანი და მოდავეა. ხშირად ვისმესთან კომფლიქტშია. ეგოისტია წვრილმანშიც, მაგრამ სამაგიეროდ შესწევს უნარი დიდ საქმეებში იყოს უანგარო. იგი არ ენდობა არავის. ვეფხვი ყოველთვის მიდის წინ – ეზიზღება არსებული დადგენილი წეს-ჩვეულება, იერარქია და კონსერვატიული აზროვნება. მას არ ძალუძს უკან დახევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინაც კი როცა ამ გადაწყვეტილების მიღება უკვე გვიანაა.
ვეფხვი შეიძლება იყოს სამხედრო ხელმძღვანელი ან წარმოების უფროსი, შეიძლება გახდეს საშიში განგსტერიც კი, მაგრამ ფულით დაინტერესებული არ იქნება, და მიუხედავად ამისა, შეძლებს დააგროვოს ქონება. ეს არის არაჩვეულებრივი მოქმედების ადამიანი, ამასთანავე იშვიათი, მოულოდნელი ბედის მქონე. სინამდვილეში ეს მეომარი ადამიანი მგრძნობიარე და ემოციურია. მას შეუძლია ღრმად იაზროვნოს და ძლიერ უყვარდეს. ძალზე ტემპერამენტიანს იშვიათად უმართლებს სიყვარულში. ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ექნებათ უამრავი თავგადასავალი, რომელიც შეიძლება ხშირად ცუდადაც დამთავრდეს. ვეფხვმა შეიძლება თავისი ცხოვრება დაუკავშიროს პატიოსან ცხენს, დრაკონს, ძალასა და სიფრთხილეს; ძაღლს, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება, რომ დაიცვას მისი დიდი საქმეები. ვეფხვი უნდა ერიდოს ძალიან ჭკვიან გველს და ძალზე ეშმაკ მაიმუნს. მოკლედ, ვეფხვი იმყოფება მუდმივი საფრთხის ქვეშ, სიყვარულში, საქმეში, მეგობრობაში იგი არ უნდა ენდოს მაიმუნს – არაკეთილსინდისიერსა და მოქნილს, რომელსაც შესწევს უნარი მოატყუოს იგი. ვეფხვმა არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს ხართან, რადგან ხარი მასზე ძლიერია და დაესხმის თავს, რათა გაანადგუროს. თუ ერთ სახლში არიან ხარი და ვეფხვი, ვეფხვმა უნდა დატოვოს სახლი, რომ თავი გადაირჩინოს. რაც შეეხება კატას, იგი ვერ ეგუება ვეფხვს. ხალხში ამბობენ: რომ გაანაწყენოს, გააბრაზოს ვეფხვი კატა ავა ხეზე, სადაც ვერ ავა მძიმე ვეფხვი და თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს სახეზე გადმოასხამს.
პირველი ფაზა ვეფხვის ცხოვრებისა იქნება მშვიდი, სიძნელეების გარეშე. მეორე – მშფოთვარე და მგზნებარე. მოუწევს ყველა სახის პრობლემის გადაწყვეტა. მესამე ფაზა – საბოლოოდ იმით დამთავრდება, რომ ექნება სიმშვიდე და სიწყნარე, თუ მიაღწევს სიბერეს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, დღისით დაიბადა თუ ღამით. თუ დაიბადა ღამით და, მითუმეტეს, ნაშუაღამევს, დაზღვეული იქნება ყველა სახის საფრთხისაგან და მისი ცხოვრება უფრო წყნარად და უშფოთველად წარიმართება, ვიდრე იმ ვეფხვისა, რომელიც დაიბადა მზის ამოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით შუადღეს: ის იქნება ჟინიანი, მძაფრი, ექნება ბევრი საფრთხე, ყოველ შემთხვევაში არასოდეს მოიწყენს. ვეფხვი – დაბადებული დღისით არასოდეს არ უნდა განეწყოს მშვიდი ცხოვრებისათვის, მაგრამ მაინც არ ინანებს. ეს არის ძალმომრეობითი სიკვდილის, ამასთანავე დიდი წარმატების ადამიანი, არავის ისე არ უმართლებს, როგორც ვეფხვს.
აზიის ხალხებისათვის იგი დიდებული ნიშანია, განასახიერებს დედამიწის სიძლიერეს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის დაცვის ემბლემას. ვეფხვი ოჯახში აგვარიდებს სამ საშიშ უბედურებას: ქურდს, ცეცხლს და ვირ ეშმაკებს.
________________კურდღელი (1999, 2011...)__________________
1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011...
ვიეტნამელებისათვის კატის ნიშანია, ხოლო იოპონელებისათვის კურდღლის ნიშანი. კატა ან კურდღელი ყოველთვის ეცემა თავის თათებზე. იგი იღბლიანია, ნიჭიერი, პატივმოყვარე, სასიამოვნო, თავმდაბალი, თავშეკავებული, დახვეწილი და კეთილმოსურნე. მაგრამ აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი: იგი ზედაპირული პიროვნებაა და აქედან გამომდინარე, ყველა მისი კარგი თვისებაც ზედაპირულია. კატას უყვარს საზოგადოება და, პირიქით, კიდეც ჭორაობს, მაგრამ ამას აკეთებს მოხერხებულად, ჭკვიანურად და ფრთხიალად, ერიდება ცუდის თქმას. კატას უყვარს სტუმრების მიღება და სახლი დახვეწილი გემოვნებით აქვს მოწყობილი. იგი მაღალი წრის ადამიანია, ზოგიერთი მას სნობსაც უწოდებს, პედანტია. ქალი – კატას უყვარს თავის გამოჩენა. თუკი რაიმეს სწავლობს, სწავლობს საფუძვლიანად და იმისათვის, რომ ამ ცოდნით თავი გამოიჩინოს საზოგადოებაში.
კატა უცებ არ გამოდის წონასწორობიდან, იგი მშვიდია აუღელვებელი. მასში უფრო მეტი სენტიმენტალობაა, ვიდრე ნამდვილი მგრძნობიარობა. ომი და შიმშილობა იმ შემთხვევაში აღელვებს, თუ პირადად განიცდის გაჭირვებას, მაგრამ იმდენად განიცდის, რომ შეუძლია ვერ გადაიტანოს და მოკვდეს. კატა ადვილად ატირდება და ასევე ადვილად მშვიდდება. ამ ნიშნის ქალების მელანქოლია მომხიბვლელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.
კატა კონსერვატორია: სძაგს ყველაფერი, რაც შეარყევს მის ცხოვრებას, რაც გამოიწვევს სირთულეებს. ყველაზე უფრო ესაჭიროება კომფორტი და უსაფრთხოება, რადგან იგი ფრთხილია და ცოტა ნამუსიანიც კი. იგი როდი მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, თუ არ აწონ-დაწონა ყოველივე. ამ სიფრთხილის გამო ხალხი აღფრთოვანებულია კატით და ენდობა მას. ფინანსურ ასპექტში იგი მოქნილია და ვინც მასთან საქმიან კონტაქტშია, არაფერს წააგებს. კატა კარგი ვაჭარია, აქვს ნიჭი – შეარჩიოს სიტუაცია და არ გაუშვას ხელსაყრელი მომენტი. მოკლედ, იგი კარგი საქმოსანია, აქვს გემოვნება. მას შეუძლია, აგრეთვე იყოს იურისტი (ადვოკატი) ან აირჩიოს დიპლომატიური სარბიელი იმ პირობით, თუ მისი სიცოცხლე არ ჩავარდება საფრთხეში.
ამ ნიშნის ქალებს შეუძლიათ იბრწყინონ იმ სფეროში, სადაც საჭიროა გემოვნება, სტუმართმოყვარეობა და წარმომადგენლობა. პოლიტიკოსს (კაცს) სარგებლობას მოუტანს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალის შერთვა. ალერსიანი, დაუზარელი მასთან, ვინც უყვარს, და ამასთანავე, სიყვარულის ერთგულების შემძლეა. იგი ადვილად, უმტკივნეულოდ შორდება გულისსწორს. აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის წინაშე, მაგრამ ამასთანავე ხშირად თავის ახლობლებზე, შვილებზე მაღლა აყენებს მეგობრებს. ამ ნიშნის მქონე ქალების დედობრივი ინსტიქტი ძალიან შეზღუდულია, მაგრამ ამასთანავე, იგი ყოველთვის ასრულებს თავის მოვალეობას.
კატა კარგად ცხოვრობს თხასთან, რომელიც განსაკუთრებით აფასებს მის არტისტულ გემოვნებას. მისი ჭირვეულობა თუ ჟინი არ აღელვებს მას. ყველაფერი კარგად აეწყობა პატიოსან ძაღლთან და ზედმიწევნით ანალიზის მოყვარულ ღორთან. თავისი ბაქიაობით წონასწორობიდან გამოჰყავს მამალს. კატა უნდა მოერიდოს ვირთხას, როგორც ჭირს. ვეფხვთან მისი დამოკიდებულება როგორც სიყვარულში, ასევე საქმეში დაძაბულია, კატა უფრო ძლიერია და ყოველთვის შეუძლია გამოვიდეს თამაშიდან. მათ აქვთ საერთო ოჯახი და ამიტომ არ ეშინია ვეფხვის.
კატა მშვიდად იარსებებს მისი ცხოვრების სამ ფაზაში, იმ პირობით, რომ არ შეხვდება განსაკუთრებული დრამატული მოვლენა, გაურკვეველი წინააღმდეგობა, ომი, რევოლუცია, კატასტროფა; ეს მისი საქმე არ არის. მას არ მოსწონს მოწინააღმდეგის როლი, ყველაფერი, რაც შეაშფოთებს მის სიმშვიდეს. აზიის ხალხები არ ენდობიან კატას ან კურდღელს, ხალხში ამბობენ, რომ ჯადოქრები გარდაიქმნებიან კატებადო. ევროპაში მათ სწვავდნენ, ადანაშაულებდნენ ეშმაკთან კავშირში, მაგრამ ასეთი ცუდი რეპუტაცია არ არის მთლად სწორი. კატას პატივსაც სცემდნენ როგორც ღმერთს; ღმერთი, ჯადოქარი თუ ადამიანი?! ამასთანავე მის შეხედულებაში არის რაღაც მისტიკური, თითქოს უნდოდეს რაიმე სიმართლის თქმა, მისი მოჩვენებითი სისუსტე შეიძლება გადაიზარდოს საშიშ ძალაში.



--------------------დრაკონი (2000, 2012...) ----------------------
1928 1940 1952 1964 1976 1988 2000 2012
დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი – იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ.
იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა და ხშირად სიტყვა აზრს წინ უსწრებს. ამასთანავე, მისი აზრი ანგარიშგასაწევია, იძლევა კარგ რჩევებს, დაუოკებელი ენთუზიასტია, ადვილად ერთობა, ამაყია, დრაკონი ყველაფრის შემძლეა; ინტელიგენტი, ძლიერი და ამტანი, დიდსულოვანი. მას ყურს უგდებენ, გავლენა აქვს სხვებზე. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ექნება არავითარი გასაჭირი. შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს ნებისმიერ საქმეში – აირჩევს მსახიობის კარიერას, მღვდლის, მეომრის, ექიმისა თუ პოლიტიკოსის – ყველგან იბრწყინებს. თუ დიდ საქმეს შეეჭიდება, მიზანს კიდეც მიაღწევს. საუბედუროდ, ასეთივე წარმატებით შეუძლია დაადგეს ცუდ საქმეს და აქაც გაიმარჯვებს.
რაც შეეხება სიყვარულს, უფრო ხშირად იგი უყვართ, მას კი იშვიათად. მას არასოდეს ექნება იმედის გაცრუება ან დარდი სიყვარულში. ამასთანავე დრაკონი შეიძლება გახდეს სასოწარკვეთილების, დრამის მიზეზი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები დიდ წარმატებებს მოიპოვებენ და მათ ხშირად შესთავაზებენ გულს და ხელს. დრაკონი იშვიათად ქორწინდება ახალგაზრდობაში, ზოგიერთი ბერბიჭადაც კი რჩება; მოსწონს უცოლო ცხოვრება, ეს მის ხასიათს კარგად ერგება. უფრო ბედნიერიც კი შეიძლება იყოს. მას შეუძლია თავისი ცხოვრება დაუკავშიროს ვირთხას, რადგან მოყვარული ვირთხა ყველაფერს აიტანს, თვით უყურადღებობასაც კი. რა თქმა უნდა, ვირთხა ისარგებლებს ყველაფრით, რასაც მოუტანს დრაკონი. თავის მხრივ, იგი დაეხმარება მას თავის კრიტიკული ნიჭით და ფულისადმი სიყვარულით. იგივე შეიძლება ვთქვათ გველზეც. მკვეხარა მამალი ასევე იპოვის საერთო ენას დრაკონთან; იგი მისი წარმატებების ნამცეცებს სიამოვნებით აკრეფავს, როგორც სიყვარულში, ასევე სხვა საქმეებში. მაიმუნიც კარგად შეავსებს მას ეშმაკობით, დრაკონი კი თავის სიძლიერით. მათ ესაჭიროებათ ერთმანეთი, მაგრამ ამას მხოლოდ მაიმუნი შეძლებს, დრაკონი უნდა იყოს ფრთხილად; ყველა ნიშნებიდან მხოლოდ მაიმუნს შეუძლია დასცინოს მას. მისი იუმორი შეარბილებს დრაკონის სიამაყეს. ამას გარდა კაცი – დრაკონი მოჯადოებული იქნება ქალი გველის სილამაზით, რომლითაც იამაყებს. დრაკონი და ვეფხვი ერთმანეთს ვერ დაამშვიდებენ, განსაკუთრებით საჭიროა, რომ დრაკონი მოერიდოს მოუსვენარ ძაღლს, რომელიც არ დაუჯერებს მას.
დრაკონს სიძნელეები ექნება სიცოცხლის პირველ ფაზაში, იმიტომ რომ იგი ბევრს მოითხოვს თავისი ახლობლებისაგან. მისი არტისტული ტემპერამენტი გახდება მრავალი პრობლემის მიზეზი ცხოვრების მეორე ფაზაში. თავის წრეში, სადაც მას ექნება უპირატესობა, გაჩნდება გაუგებრობის შეგრძნებაც. სინამდვილეში დრაკონით იქნებიან აღფრთოვანებული, მას დაუჯერებენ და რამდენადაც მცირე იქნება მისი როლი, იმდენად დიდი ექნება წარმატება. ბედნიერი იქნება ცხოვრების ბოლო ფაზაში, ექნება ყველაფერი, რასაც მოისურვებს. დრაკონი წარმატების, ზეციური სიძლიერისა და ყველაზე კეთილმყოფელი ასტრონომიული ზეგავლენის ნიშანია. იგი განასახიერებს სიცოცხლეს და ზრდას. დრაკონი მოიტანს ოთხ სიკეთეს: სიმდიდრეს, სათნოებას, ჰარმონიასა და